სწრაფი ნავიგაცია

01 სექტემბერი
2018
სპეციალური შეთავაზება „ნამუსგან“ SOLO მომხმარებლებს!


დააგემოვნეთ „ნამუს“ კერძები და 100 ლარზე მეტი შენაძენის ზევით მხოლოდ SOLO მომხმარებლებმა ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით!

შეუკვეთეთ ახლავე და თქვენ მიერ შერჩეულ კერძებს კომპანიის წარმომადგენელი ადგილზევე მოგართმევთ.

„ნამუ“ უმი, ვეგანური სამზარეულოა, სადაც კერძებს მხოლოდ ჰიმალაის ან ზღვის მარილით ამზადებენ და სუფრის მარილს, შაქარს, ხორბალსა და რაფინირებულ ზეთს საერთოდ არ იყენებენ.

„ნამუში“ პროდუქტს მაქსიმუმ 46 გრადუსზე ამუშავებენ, ეს კი სწორედ ის ზღვარია, რომლის ზევით საკვებში ფერმენტები იშლება და სასარგებლო თვისებებს კარგავს, რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ.

„ნამუ“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:
 
ორგანიზმის გამწმენდი წვენები – პროგრამა მომხმარებელს ხილისა და ბოსტნეულის ცივად დაწურული წვენებს სთავაზობს;
ვახშმის კლუბი – „ნამუს“ სახლი გარკვეულ დღეებში რესტორნად იქცევა და მასპინძლობს სტუმრებს;
ადგილზე მიტანის სერვისი – შესაძლებელია პროდუქტის შეკვეთა და ადგილზე მიტანა;
დეტოქსდასვენება – ხორციელდება გამაჯანსაღებელ გასვლითი პროგრამების ორგანიზება წინასწარ გამოცხადებულ პერიოდში.
 
 
შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.