სწრაფი ნავიგაცია

20 ივლისი
2018
15 + 15%-იანი ფასდაკლება ელიტ ელექტრონიქსისგან!


 

საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი ელიტ ელექტრონისი ექსკლუზიურ შეთავაზებას გიმზადებთ:
 
შეიძინეთ ელიტ ელექტრონიქსის შოურუმში წარმოდგენილი გერმანული ბრენდის − ნობილიას − სამზარეულო განსაკუთრებული 15%-იანი ფასდაკლებით და 
ისარგებლეთ დამატებით 15%-იანი ფასდაკლებით ბოშისა და გორენიეს ჩასაშენებელ ტექნიკაზე.
 
ნობილია წამყვანი გერმანული ბრენდია, რომელსაც 73-წლიანი ისტორია აქვს; მას გერმანიის ბაზრის 33% უჭირავს და მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ნობილიას თითოეული სამზარეულო უნიკალურია, რადგან ის განსაკუთრებული დიზაინითა და უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა, ამასთანავე, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი გემოვნების მიხედვით ნობილიას სამზარეულოს სასურველი მოდელიც კი შექმნან.

ზედაპირის 47 დიზაინი,  კარკასის 14 ნაირსახეობა, 91 განსხვავებული სახელური, 104  ფერი − ეს ის მცირედია, რაც ნობილიას სხვებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.
 
შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 30 აგვისტომდე.
 
მისამართი:
თბილისი, ქავთარაძის ქ. №3
ბათუმი, გორგილაძის ქ. №94
ტელ.: (0 32) 2 48 48 48
ვებგვერდი: www.nobilia.de