სწრაფი ნავიგაცია

05 თებერვალი
2018
სპეციალური შეთავაზება ORC Georgia-სგან!



რატომ ORC Georgia?

კომპანია ORC-ი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასა და სამშენებლო ინდუსტრიის ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას. აღსანიშნავია, რომ კომპანიის თანამშრომლები რეგულარულად გადიან მაღალპროფესიულ ტრენინგებს და ეცნობიან ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა მნიშვნელოვან დეტალს.

სწორედ იმიტომ, რომ ხართ SOLO, ORC Georgia შესაძლებლობას გაძლევთ, სასურველი ბინა:

- განსაკუთრებული 5%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ და
- 6 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღოთ ბინისა და საყოფაცხოვრებო ნივთების (ავეჯი, ტექნიკა და სხვ.) დაზღვევის პაკეტი სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“!

შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 1 მარტამდე

რა უნდა იცოდეთ პროექტის − სახლი საბურთალოზე − შესახებ?

კომპანია ORC-ის აღნიშნული პროექტი განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელსაც გარშემო არსებული მთის ფერდობი და გამწვანებული ველი განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

სახლი საბურთალოზე 14-სართულიან კორპუსს წარმოადგენს. უმაღლესი ხარისხით ნაგები შენობა სრულად თერმოიზოლირებულია, გამოირჩევა ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული სადარბაზოთი, ალუმინის ვიტრაჟებით, 1 300 კვ.მ.-ის გამწვანებული ეზოთი და ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური მოედნით. პროექტი ასევე ითვალისწინებს შიდაპარკირების სივრცეებს.

ეს ყველაფერი კი მასში მცხოვრებთათვის განსაკუთრებულ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს ან SOLO ალტერნატიული გაყიდვების მენეჯერს − გიორგი ცაგარეიშვილს.

მობ.: 599 630 727
ელფოსტა: giorgitsagareishvili@solo.ge