სწრაფი ნავიგაცია

12 იანვარი
2018
25%-იანი ფასდაკლება სასტუმრო ,,ყვარლის ედემში''



„ყვარლის ედემი“ საერთაშორისო სტანდარტების მაღალი დონის დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც SOLO მომხმარებლებს სასტუმროს ნომრებზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

სასტუმრო გარშემორტყმულია მუხნარით, ვენახებითა და ხილის ბაღებით,  რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს გაერიდოს ხმაურს და მშვიდ გარემოში დაისვენოს; ნატურალური ყურძნისა და ღვინის სპა-თერაპიის სრულიად უნიკალური პროცედურები (ღვინის აბაზანა და სარელაქსაციო მასაჟი) კი დამსვენებელთა კომფორტს მაქსიმალურად უზრუნველყოფს.  

დაისვენეთ სასტუმრო „ყვარლის ედემში“, ისარგებლეთ ფასდაკლებით და თქვენს სიამოვნებაზე ჩვენი მაღალკვალიფიციური პერსონალი იზრუნებს.

ნომრის ღირებულებაში შედის:

- საუზმე ორ ადამიანზე ევროპულ რესტორანში;
- სრულად აღჭურვილი სასტუმრო ნომერი კლიმატის ავტომატურად მართვის პულტით, უფასო საკაბელო ტელევიზიით, მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ძვირფასი ნივთების შესანახად განკუთვნილი სეიფით და ა.შ.;
- სპა-აუზით, სატრენაჟორო დარბაზით, თურქული და ფინური საუნით სარგებლობა დილის 10:00 სთ-დან საღამოს 23:00 სთ-მდე;
- ჩოგბურთის კორტები, ბილიარდი (რუსული და ამერიკული, ველოსიპედები, მაგიდის ჩოგბურთი);
- უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა სასტუმროს ყველა ბლოკში.

დამატებითი ღირებულება ვრცელდება მხოლოდ მასაჟზე, ბოულინგსა და ცხენზე ჯირითზე.

შეთავაზება ძალაშია 2018 წლის, 9 აპრილამდე

ვებგვერდი: www.kvarelieden.ge
Facebook: