სწრაფი ნავიგაცია

09 იანვარი
2018
5%-იანი ფასდაკლება სამშენებლო კომპანია RED-CO-სგან!



დეველოპერული კომპანია RED-CO 2012 წელს დაარსდა და ამ დროიდან მოყოლებული თვალს ადევნებს ინდუსტრიის მიმდინარე დინამიკასა და უახლეს ტენდენციებს, რომელთაც თანამედროვე საცხოვრებელი თუ რეკრეაციული კონცეფციების შესაქმნელად იყენებს.

მაგ.: აპარტოტელი “New Gudauri Atrium”-ი, რომელიც კომპანიის მიერ წარმატებით განხორციელებულ პროექტთაგან ერთ-ერთია, მომხმარებლებს ნამდვილ ევროპულ ხარისხსა და ცხოვრების განუმეორებელ კომფორტს სთავაზობს, მათ შორის:

- კონსიერჟის მომსახურებას;
- სპას, ღია და დახურულ აუზებს;
- საბავშვო გასართობ ოთახს;
- 24-საათიან დაცვას;
- მიწისქვეშა ავტოფარეხს;
- რესტორნებსა და ღია ტერასას;
- თხილამურების შესანახ სივრცეს;
- საუკეთესო ხედებსა და სხვ.

ეს ყველაფერი კი თქვენთვის, SOLO მომხმარებლისთვის, განსაკუთრებული პირობითაა ხელმისაწვდომი:
 
- შეიძინეთ სასურველი ბინა New Gudauri Atrium-ში 5%-იანი ფასდაკლებით და
- კომპანია „ალდაგისგან“ საჩუქრად მიიღეთ 6-თვიანი დაზღვევის პაკეტი ბინასა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე!

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ბიზნესპორტფოლიო აერთიანებს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: კურორტი ახალი გუდაური – 4 დასრულებული და 20-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი; ბათუმი თაუერი – უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს − “Le Méridien Batumi”, სამორინესა და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას; სასტუმროს − “Radisson Blu Gudauri”; აპარტოტელს ბაკურიანში; საცხოვრებელ სახლს თბილისში და სხვ. პროექტი დასრულდება 2018 წლის დეკემბერში.

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშიდით თქვენს SOLO ბანკირს

შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 31 მაისამდე.