სწრაფი ნავიგაცია

16 დეკემბერი
2016
ეწვიეთ პირველ ქართულ-სპარსულ რესტორან „სირაჯხანას“,
 
პირველი ქართულ-სპარსული რესტორანი „სირაჯხანა“ თბილისში, სასტუმრო „მუზეუმში“, მდებარეობს. ეს შენობა საუკუნეების წინ ორბელიანების საკუთრება იყო, მაიკო ორბელიანს სწორედ ამ სარდაფში რჩეული ღვინის მარანი ჰქონდა მოწყობილი. 
ამ გამორჩეული სამზარეულოს იდეა გვაბრუნებს წარსულის იმ დროში, როდესაც სპარსული გასტრონომია გავლენას ახდენდა ქართულ სუფრაზე და სწორედ ამ ორი განსხვავებული კულტურის ნაზავით იყო შთაგონებული.
 
დღეს „სირაჯხანა" გთავაზობთ მრავალფეროვან ქართული და უცხოური ღვინის არჩევანს, რომელიც კოლექციების სახით არის წარმოდგენილი. 
 
ეწვიეთ „სირაჯხანას", დააგემოვნეთ გამორჩეული კერძები და ექსკლუზიური ღვინოები და ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით.
 
ფასდაკლება მოქმედებს სტანდარტულ ტარიფებზე. 
 
შეთავაზება ძალაშია 2017 წლის 1-ლ აპრილამდე.
 
დასაჯავშნად დარეკეთ:  (0 32) 2 244 999; (0) 598 810 810 
მის.: ვ. ორბელიანის ქ. №8/10