სწრაფი ნავიგაცია

25 ივლისი
2019
ვახტანგ იდოიძე - როგორ ვაქციოთ მეღვინეობა ტურისტულ ადგილად



25 ივლისს
 8000 მოსავალის და SOLO-ს თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ სემინარზე, რომელსაც ბიზნესსამართლის სპეციალისტი და „ბაბანეულის მარნის“ დამფუძნებელი ვახტანგ იდოიძე გაუძღვება.

ინტერაქციული სახის შეხვედრაზე ვახტანგი:

ისაუბრებს, თუ როგორ აქციოთ მეღვინეობა ტურისტულ ადგილად
გაგანდობთ ტურისტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის საუკეთესო გზებს
ისაუბრებს სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე
გაგიმხელთ, თუ რატომაა აუცილებელი სტუმრის შეხედულებების გათვალისწინება და სხვ.

ვახტანგ იდოიძე, რომელიც ბიზნესსამართლის სპეციალისტი და „ბაბანეურის მარნის“ დამფუძნებელია, კომერციულ საქმიანობას 2004 წლიდან წარმატებით უძღვება. ის აგრძელებს ღვინის დაყენების ოჯახურ ტრადიციას და დღეს „ბაბანეურის მარნის“ კეთილმოწყობილ მარანს, 13 ნომერს, საკონფერენციო დარბაზსა და ღია აუზს ერთიანებს.

„ბაბანეურის მარნის“  ღვინოები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთში გერმანიაში, ჰოლანდიაში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

სემინარის დეტალები
მის.:  SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის 29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 25 ივლისი