სწრაფი ნავიგაცია

11 ივლისი
2019
გიორგი კეკელიძე - ადამიანი და მოტივაცია


 

11 ივლისს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე გაუძღვება.

შეხვედრაზე გიორგი:

ისაუბრებს იმ ძირითადი ფენომენის შესახებ, რაც მხატვრულ ლიტერატურასა და, ზოგადად, ადამიანის არსებობას განსაზღვრავს
გაგაცნობთ ერთი შეხედვით ამოუცნობ გზებს, რომელთა დახმარებითაც ლიტერატურული ნაწარმოები დროთა განმავლობაში სხვადასხვა ღირებულებას იძენს
გაგიზიარებთ ამ სფეროს თავისებურებებს, რომლებიც საკუთარ არსსა და მსვლელობას მთავარი დაბრკოლების, სიკვდილის, მიუხედავად მაინც ინარჩუნებენ და სხვ. 

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანია, რომელიც ასევე გახლავთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი წამოწყების ავტორი.

გიორგი ასევე ხშირად მართავს საინტერესო თემებზე სემინარებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მრავალფეროვანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა.

 

სემინარის დეტალები
მის.:  SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის 29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 11 ივლისი