სწრაფი ნავიგაცია

18 ივლისი
2019
ბესიკ გოგინავა - ონლაინტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია



ექსკლუზიურად გიწვევთ SOLO Education-ის ფარგლებში 18 ივლისს ორგანიზებულ სემინარზე, რომელსაც კომპანია Booking.com-ის წარმომადგენელი ბესიკ გოგინავა გაუძღვება

სემინარზე ბესიკი თქვენთან ერთად განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: 
 
როგორ გამოვიყენოთ ონლაინ პლატფორმები გაყიდვების მაქსიმიზაციისთვის
როგორ შევიმუშვოთ გაყიდვების ყველაზე ეფექტური ონლაინ სტრატეგია
 
 
შეხვედრისას ასევე ჩაერთვებით სახალისო ინტერაქციულ თამაშში.

ბესიკ გოგინავას, რომელიც Booking.com-ის წარმომადგენელია, ავიაციის, სასტუმროს გაყიდვებისა თუ ონლაინტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო კომპანიებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ის ასევე გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ტრენინგსა თუ კონფერენციაში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 

 

სემინარის დეტალები
მის.:  SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის 29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 18 ივლისი