სწრაფი ნავიგაცია

04 ივლისი
2019
ქეთევან მელაძე - ტურიზმის განვითარება საქართველოში

4 ივლისს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც  საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის − HOREKA-ს − დამფუძნებელი  ქეთევან მელაძე გაუძღვება.

შეხვედრაზე ქეთევანი ისაუბრებს:

სასტუმროების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა და უპირატესობები
მდგრადი ტურიზმის განვითარება
ტურიზმის პერსპექტიული სახეობები ინვესტიციის თვალსაზრისით
აღნიშნული პროცესების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და სხვ.

ქეთევან მელაძე  „ერიქსონის“ მიერ სერტიფიცირებული საერთაშორისო მწვრთნელი და გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ აკრედიტირებული ეროვნული ტრენერია, რომელიც ასევე გახლავთ ტურიზმის აკადემიის, „ნიუკასის“, ხელმძღვანელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტისა თუ სასწავლო პროგრამის ავტორი.

ქეთევანს სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2014 წელს საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია HOREKA დააფუძნა და წარმატებული საქმიანობის პარალელურად წლის საუკეთესო ლიდერი ქალის ტიტულიც მოიპოვა.

 

მასტერკლასის დეტალები
მის.:  SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის 29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 4 ივლისი