სწრაფი ნავიგაცია

13 ივლისი
2019
ოლგა შაპოვალოვა - „ჩართე“ კრეატიულობა: როგორ განვავითაროთ კრეატიული აზროვნება



ექსკლუზიურად გიწვევთ SOLO Education-ის ფარგლებში 13 ივლისს ორგანიზებულ სემინარზე, რომელიც ტარდება კომპანია ვიზას მხარდაჭერით და  რომელსაც DTEK აკადემიის ბიზნესტრენერი, საგარეო ბაზრების დეპარტამენტის მენეჯერი და ბიზნესსაკითხებისა თუ პირადი განვითარების მიმართულების უკრაინელი მწვრთნელი ოლგა შაპოვალოვა გაუძღვება.

შეხვედრაზე ოლგა

• გაგაცნობთ კრეატიული აზროვნების გაფართოების საუკეთესო გზებს
• ისაუბრებს იმ მენეჯერულ მიდგომებზე, რომლებიც თქვენი და თქვენი გუნდის ინოვაციათა პოზიტიურ აღქმას უზრუნველყოფს
• გასწავლით, თუ როგორ შექმნათ მოტივაცია, რომელიც დასახული მიზნების მიღწევის უნიკალურ შესაძლებლობას მოგცემთ და სხვ.

ოლგა შაპოვალოვას საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის არა მხოლოდ  DTEK აკადემიის ბიზნესტრენერი, საგარეო ბაზრების დეპარტამენტის მენეჯერი და ბიზნესსაკითხებისა თუ პირადი განვითარების მიმართულების მწვრთნელია, არამედ ასევე გახლავთ სხვადასხვა წარმატებული პროექტისა თუ სასწავლო პროგრამის ავტორი.

წლების განმავლობაში ოლგა კლიენტთა მომსახურების სფეროსა და გაყიდვების მიმართულებით მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ მასვე ეკუთვნის ელექტრონული დისტანციური სწავლების კურსის შექმნა.

 

სემინარის დეტალები
მის.:  SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის 29
დრო: 15:30 სთ
თარიღი: 13 ივლისი

სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე