სწრაფი ნავიგაცია

16 ივლისი
2019
ზურაბ შევარდნაძე - ოთახის, ბაღისა და აივნის მცენარეების მოვლა



16
ივლისს გეპატიჟებით მასტერკლასზე, რომელსაც ყველასათვის ცნობილი მებაღე და დეკორაციული მცენარეების ბაღ „გარდენიას“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე გაუძღვება.

მასტერკლასზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

როგორ შევარჩიოთ სასურველი მცენარე თქვენი ოთახისთვის, ბაღისა და აივნისთვის
რა უნდა გავითვალისწინოთ ქოთნისა და ბაღის მცენარეების ნიადაგის შერჩევისას
როგორ მოვუაროთ მცენარეს ტორფიან ქოთანში
როგორ შევინარჩუნოთ ბაღისა და აივნის საყვარელი მცენარეები მთელი წლის განმავლობაში და სხვ.


ზურაბ შევარდნაძეს, რომელიც ყველასათვის ცნობილი მებაღე და დეკორაციული მცენარეების ბაღ „გარდენიას“ დამფუძნებელია, ამ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ზურაბმა ფლორის სიყვარული წარმატებულ ბიზნესსაქმიანობად აქცია და დღეს ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი უმაღლესი ხარისხის სამებაღეო მომსახურებით ისარგებლოს.

 

მასტერკლასის დეტალები
მის.: ხუდადოვის ქ. №138
დრო: 20:00 სთ
თარიღი: 16 ივლისი
ხანგრძლივობა: 2 სთ
ღირებულება: 70 ლარი