სწრაფი ნავიგაცია

27 ივნისი
2019
გიორგი სოლომნიშვილი - როგორ დავიწყოთ მეღვინეობა



SOLO და ღვინის მაღაზია 8000 მოსავალი ექსკლუზიურად გიწვევთ SOLO Education-ის ფარგლებში ორგანიზებულ სემინარზე, რომელსაც ენოლოგი და ქართული ბრენდის − სოლომნიშვილი ვაინერის − დამფუძნებელი გიორგი სოლომნიშვილი გაუძღვება.

ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე გიორგი ისაუბრებს 

მეღვინეობაზე, როგორც  ხელოვნებაზე, რომელიც არაფერ სხვას არ ჰგავს
გაგაცნობთ ამ სფეროს ყველა მნიშვნელოვან მახასიათებელს
ყურადღებას გაამახვილებს მეღვინეობის დაწყების თავისებურებებზე
გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა

 

გიორგი სოლომნიშვილი ენოლოგი და ქართული ბრენდის, სოლომნიშვილი ვაინერის, დამფუძნებელია, რომელსაც აღნიშნულ სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

წლების განმავლობაში ის სხვადასხვა კომპანიაში მეღვინედ მუშაობდა, 2008 წლიდან კი საკუთარი ვენახების შეძენა და ღვინის დამოუკიდებლად წარმოება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი ბრენდის შექმნის შემდეგ გიორგიმ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მალევე მიაღწია წარმატებას და დღეს მისი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 27 ივნისი
დრო: 20:15 სთ