სწრაფი ნავიგაცია

20 ივნისი
2019
კახა სამყურაშვილი - თბილისის ბაზრის Airbnb-ის მიმოხილვა



20 ივნისს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი გაუძღვება.

შეხვედრისას კახა ისაუბრებს ბაზრის უახლეს ტენდენციებზე, გაგაცნობთ მოთხოვნა-მიწოდების დინამიკას და მიმოიხილავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრების თავისებურებებს.
 
სემინარზე ასევე პასუხი გაეცემა შემდეგ შეკითხვებს:
რამდენად მომგებიანია თბილისის Airbnb-ის ბაზარი?
გაზრდის თუ შეამცირებს თბილისის Airbnb-ის ბაზარი გრძელვადიანი ქირის ფასს?
არის თუ არა თბილისის Airbnb-ის ბაზარი კონკურენტული სასტუმრო ბიზნესთან?


კახა სამყურაშვილს, რომელიც საინვესტიციო კომპანია Galt &Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსია, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

მას რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა პოზიცია წამყვან ორგანიზაციებში და ასევე მონაწილეობდა მრავალფეროვან ტრენინგებსა თუ კონფერენციებში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით.


სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 20 ივნისი
დრო: 20:15 საათი