სწრაფი ნავიგაცია

15 ივნისი
2019
ირინა სალმინა - კერამიკის მასტერკლასი



15 
ივნისს გეპატიჟებით მასტერკლასზე, რომელსაც კერამიკის სპეციალისტი და Mess Ceramics-ის დამფუძნებელი ირინა სალმინა გაუძღვება.

შეხვედრაზე ირინა გაგიზიარებთ კერამიკული ნაკეთობების მომზადების უძველეს ტექნიკას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, იქვე საკუთარი ხელით შექმნათ თქვენთვის სასურველი ფორმის უნიკალური ნივთები.

მასტერკლასზე, კერამიკის დაუფლებასთან ერთად, დააგემოვნებთ ჭიქა ღვინოს და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით საუკეთესო განწყობასაც შეიქმნით.

ირინა სალმინა კერამიკის სპეციალისტი და  Mess Ceramics-ის დამფუძნებელია, რომელმაც განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო.

კერამიკით 2013 წლიდან დაინტერესდა, რის შემდეგაც მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და კერამიკასთან მუშაობის ბევრ ტექნიკასაც დაეუფლა. 2017 წელს ირინამ საკუთარი სტუდია გახსნა, ხოლო 2018 წელს ბათუმში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელმაც ხელოვანს უდიდესი წარმატება მოუტანა.

დღეს ირინა მრავალფეროვანი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით კერამიკის ყველასგან განსხვავებულ ნაკეთობებს ქმნის; ნაკეთობებს, რომელთა ბუნებრივი ესთეტიკა, ფერები, ფორმები თუ სხვა მახასიათებლები ინდივიდუალიზმის განუმეორებელი გამოვლინებაა.

სემინარის დეტალები:
მის.: მესს სერამიკს თამარ მეფის გამზ.  #18
თარიღი: 15 ივნისი
დრო: 16:00 საათი
ღირებულება: 45 ლარი