სწრაფი ნავიგაცია

13 ივნისი
2019
ანდრო გოცირიძე - პირადი კიბერუსაფრთხოება



ექსკლუზიურად გიწვევთ SOLO Education-ის ფარგლებში 13 ივნისს ორგანიზებულ სემინარზე, რომელსაც კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის, CYSEC-ის, დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე გაუძღვება.

ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე ანდრო ისაუბრებს კიბერსივრცის მნიშვნელობაზე დღევანდელ სამყაროში, გაგაცნობთ მის დადებით / უარყოფით მახასიათებლებს და წარმოგიდგენთ გზებს, თუ როგორ დაიცვათ თავი კიბერშეტევისგან.
 
სემინარზე ასევე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
რას შეიძლება დაემუქროს კიბერომი?
რა შეიძლება გახდეს კიბერშეტევის სამიზნე?
როგორ დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია სოციალურ ქსელებში?
როგორ ავარიდოთ თავი „ფიშინგს“?
კიბერჰიგიენის რჩევები უსაფრთხო ელფოსტის, ბანკინგის, შოპინგის, მობილური მოწყობილობების, უსაფრთხო მოგზაურობის, საჯარო wi-fi-ს გამოყენების შესახებ
 

ანდრო გოცირიძეს, რომელიც კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის, CYSEC-ის, დამფუძნებელია, რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის პოსტი და ასევე გახლდათ გენერალური ინსპექტორიც.

აღსანიშნავია, რომ მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა ეროვნული და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები, საფუძველი ჩაეყარა კიბერრეზერვის პროექტს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცების კიბერუსაფრთხოების სფეროში ტრენერებად ინტეგრაციას, ასევე დაინერგა კიბერცნობიერების ამაღლების მრავალკომპონენტიანი სისტემაც.

ანდრ კითხულობს ლექციებს შავი ზღვის საერთაშორისო და კავკასიის უნივერსიტეტებში, ასევე მონაწილეობს GFSIS-ისა და მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტში. ის NATO PfPC-ს მიერ შექმნილი Cyber Security Generic Reference Curriculum-ის თანაავტორიცაა

სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 13 ივნისი
დრო: 20:15 საათი