სწრაფი ნავიგაცია

15 მაისი
2019
უტა ბექაიას პერსონალური გამოფენის გახსნა



SOLO
-სა და ERTI Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში გეპატიჟებით ქართველი არტისტის, უტა ბექაიას, მეორე პერსონალური გამოფენის გახსნაზე − აწმყო.

SOLO განაგრძობს თანამშრომლობას ERTI Gallery-სთან და 15 მაისს გიწვევთ ქართველი არტისტის, უტა ბექაიას, მეორე პერსონალური გამოფენის გახსნაზე − აწმყო.

SOLO და ERTI Gallery წარმოგიდგენთ ქართველი არტისტის, უტა ბექაიას, მეორე პერსონალურ გამოფენას − აწმყო.

უტა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკში, გამოფენაზე ბევრ საინტერესო სიურპრიზს გიმზადებთ, მათ შორის, საკუთარი თვალით იხილავთ ხელოვნის მიერ შემოქმედებით სივრცედ გარდაქმნილ გალერეას, რომელიც როგორც ვიდეო- და აუდიონამუშევრებს, ასევე სხვადასხვა არტ-ობიექტსაც მოიცავს.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი კოსტიუმები და ნაქარგები, რომლებიც ავტორის მიერ შექმნილ უნიკალურ გმირებს ასახავენ; გმირებს, რომლებიც სოციალურ და კულტურულ სტერეოტიპებს მითოლოგიის, კინოს, კლასიკური მხატვრობისა თუ რეკლამის ელემენტებით არღვევენ.

დაესწარით გამოფენას, იმოგზაურეთ გასაოცარ სამყაროში და შეაგროვეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

უტა ბექაია ქართველი ხელოვანია, რომელიც მულტიმედიურ პროექტებს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ ბექაიას, როგორც არტისტის, დებიუტი სკულპტურული პერფორმანსით AMA-ში (Avant-Guard Fashion Assembly) შედგა. ის გადასატანი სკულპტურებით, ისტორიულ-კულტურულ წინაპირობას, გენეტიკურ კოდსა და სამყაროს ციკლებს წარმოაჩენს.

ამჟამად უტა რეზიდენტი შემოქმედია MAD-ის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმში, ნიუ იორკში. მის გამოფენებს შორისაა კიევის მეორე ბიენალე, არტისტერიუმი 2015, პოპიაშვილი ღვაბერიძე Window Project-ი, The Vasquez Building-ი, ბრუკლინი; ხოლო მისი მიმდინარე პერფორმანსის ნამუშევრებია: „41o“ გარიყულას არტ-ვილა, თბილისობის ფესტივალი, „ვეასტიფობია“, იდეალური მინა, ნიუ-ირკი; „Fua Sia Tata Sia“, მოძრაობის თეატრი, „ბერიკაობა“ ქ. თბილისი.

ღონისძიების დეტალები:

ადგილი: ინგოროყვას ქ. №19 / 9 აპრილის ქ. №9
თარიღი: 15 მაისი
დრო: 19:00 სთ
კურატორი: ჰაიკე ფულბრუგე