სწრაფი ნავიგაცია

23 მაისი
2019
დავით აბზიანიძე - ქართული კონიაკის ისტორია და დაგემოვნების წესები


23 მაისს
 გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც „სარაჯიშვილის“ მთავარი ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი დავით აბზიანიძე გაუძღვება. 
 
ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე დავითი მიმოიხილავს ქართული კონიაკის ისტორიას, მოგიყვებათ მის ფუძემდებლებსა და კონიაკის დამზადების ტექნოლოგიებზე, ასევე გაგაცნობთ ამ სასმლის დაგემოვნების წესებსა თუ კულინარიულ თავისებურებებს.  

სემინარზე ასევე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
საქართველოსა და შარანტის რეგიონების ნიადაგურ-კლიმატური პირობების მსგავსება
საქართველოს მეღვინეობის მიკროზონები კონიაკთან მიმართებით
კონიაკის მწარმოებელი ქართული კომპანიები და სხვ.
 
დავით აბზიანიძე „სარაჯიშვილის“ მთავარი ტექნოლოგი და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია, რომელიც ასევე ფლობს ლევ გოლიცინის სახელობის ოქროს მედალს და მინიჭებული აქვს გერმან ვალუიკოს სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მეღვინეობის დარგში.
 
ის გახლავთ მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის მეღვინეობის განყოფილების ნამდვილი წევრი და 31 სამეცნიერო სტატიის, 2 მნიშვნელოვანი გამოგონებისა და 3 მონოგრაფიის ავტორი. 

სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 23 მაისი
დრო: 20:15 საათი