სწრაფი ნავიგაცია

16 მაისი
2019
გურამ დოჩანაშვილი - საუბრები ხელოვნებაზე



SOLO Education
-ის ფარგლებში 16 მაისს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი გაუძღვება.

შეხვედრაზე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ავტორი:
ისაუბრებს ხელოვნებასა და ლიტერატურაზე − ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მონაპოვარზე
გაგაცნობთ ხელოვნების, ანუ პიროვნების შემოქმედებისა და წარმოსახვის, მთავარ მიზნებს
წარმოგიჩენთ საკუთარი ნაწარმოებების ძირითად თემებს − სიყვარულს, სიკეთესა თუ შეუპოვარ ბრძოლას ბოროტების წინააღმდეგ და სხვ.

გურამ დოჩანაშვილი, რომელიც ქართული კულტურის განუმეორებელი საგანძურია, კაცობრიობას ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მწერლად ევლინება.

მისი მრავალფეროვანი შემოქმედება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. დოჩანაშვილის  ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე და ისინი საფუძვლად უდევს არაერთ ცნობილ კინოფილმსა თუ ტელესპექტაკლს.


სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 16 მაისი
დრო: 20:15 საათი