სწრაფი ნავიგაცია

30 მაისი
2019
ანანო ბაკურაძე, ნესტან ნენე კვინიკაძე - რეკომენდაციები კანის კინოფესტივალიდან, რას ვუყუროთ?



30 
მაისს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც The Movement TV-ს თანადამფუძნებელი ანანო ბაკურაძე და მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე გაუძღვებიან.

ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე ნენე და ანანო

ისაუბრებენ კინოსამყაროში ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან მოვლენაზე − კანის კინოფესტივალზე
გაგიზიარებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კინოფილმი
გაგაცნობენ როგორც ფესტივალის გავლენას დღევანდელ მსოფლიოზე, ასევე კინოქალაქად ქცეული კანისა თუ ყველასათვის ცნობილი ვარსკვლავების კანური ცხოვრების უცნობ დეტალებს.

 

ანანო ბაკურაძერომელიც storyteller-ი და მედიაპლატფორმა The Movement TV-ს თანადამფუძნებელია, აქტიურად მუშაობდა საფრანგეთში სხვადასხვა ბეჭდური გამოცემისთვის, ასევე გახლდათ გალერეა “ESPACE A VENDRE”-ს მედიატორი და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ კორესპონდენტი.

„ანანოს ჟურნალისტად მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს − დასაქმებული იყო რუსეთში ერთადერთი ოპოზიციური არხის − kanal Dozhd-ისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის, „პოსტსკრიპტუმის”, ჟურნალისტის პოზიციებზე.

ანანო 2010 წლიდან დღემდე კანის კინოფესტივალზე სხვადასხვა მედიასაშუალებისთვისაც მუშაობს.

 

ნენე კვინიკაძე  ჟურნალისტი და ცნობილი მწერალია. ის გახლდათ ჟურნალ „ფოკუსის” რედაქტორი, ჟურნალ „ცხელი შოკოლადის” კორესპონდენტი, გაზეთ „24 საათის” სვეტების ავტორი და ინგლისურენოვანი გზამკვლევის, “Georgia too see“-ს, მთავარი რედაქტორი.

2016 წლიდან დღემდე ნენე წარმატებით უძღვება ყოველკვირეული გადაცემის, „შაბათის შუადღის’ , თანაწამყვანისა და გადაცემა „სხვა შუადღის” პროდუსერის პოზიციებს.

ის ავტორია სხვადასხვა კინოსცენარის, პიესისა და რომანის. აღსანიშნავია, რომ მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

კანის კინოფესტივალზე ნენე სხვადასხვა მედიაგამოცემებისთვის 2008 წლიდან მუშაობს.


სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 30 მაისი
დრო: 20:15 საათი