სწრაფი ნავიგაცია

21 მარტი
2019
გიორგი ბურდული - ლიდერობის სტილები



SOLO Education
-ის ფარგლებში 21 მარტს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავჯდომარე გიორგი ბურდული გაუძღვება.

შეხვედრაზე გიორგი: 

მიმოიხილავს ლიდერობის ძირითად სტილებს აზროვნების, ემოციებისა და ქმედებების შესაბამისად
ისაუბრებს ლიდერის განვითარების ეტაპებსა და მათს მნიშვნელობაზე
გაგაცნობთ ლიდერობის სტილების გავლენას თითოეულ ადამიანზე, საქმეზე, ორგანიზაციულ კულტურასა და საბოლოო შედეგებზე
 

გიორგი ბურდული, რომელიც Georgian Progress Group-ის თანადამფუძნებელი და თავჯდომარეა, ასევე ეწევა მენეჯმენტის კონსულტანტის, ლექტორისა და მწვრთნელის საქმიანობას.

გიორგის საქართველოს, აშშ-სა და საფრანგეთის კერძო სექტორებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა აშშ-ს კონგრესში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ფრანგულ ელექტროსაინჟინრო კომპანია “CEDRAT”-სა და სხვა დაწესებულებებში.

გიორგის განათლება უცხოეთში აქვს მიღებული, ის ასევე არის არაერთი ჯილდოსა თუ სტიპენდიის მფლობელი, ხოლო 2013 წელს გიორგის ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტისგან ღირსების ორდენიც გადაეცა.


სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 21 მარტი
დრო: 20:00 საათი