სწრაფი ნავიგაცია

14 მარტი
2019
პაატა ამონაშვილი - გულახდილი საუბრები მოზარდებზე



SOLO და ამონაშვილის აკადემია ექსკლუზიურად გეპატიჟებათ მშობლებს ახალი ფორმატის შეხვედრაზე, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბის ფსიქოლოგი, სოციოლოგი და მწერალი პაატა ამონაშვილი გაუძღვება. 

შეხვედრაზე ერთად ვიფიქრებთ 9-14 წლის მოზარდებთან უკონფლიქტო ურთიერთობაზე:

ვაღიაროთ თუ არა ისინი ზრდასრულებლად, მაშინ როცა დამოუკიდებლობას ითხოვენ 
როგორ გავუგოთ ერთმანეთს, რომ ოჯახური კონფლიქტები ავირიდოთ თავიდან და სხვ.
 

თუ გადაწყვეტთ შეხვედრაზე დასწრებას, გთხოვთ შეგვივსოთ მარტივი კითხვარი და აღწეროთ ის პედაგოგიური სიძნელეები, რომლებსაც აწყდებით ბავშვებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში.

სწორედ კითხვარის მიხედვით ყველაზე ხშირად დასახელებული საკითხები გახდება შეხვედრის საფუძველი; შეხვედრის ზოგიერთ მონაწილეს კი დასმული შეკითხვის გარშემო ექნება ღია კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც.

კითხვარი იხილეთ აქ

სემინარის ტრენერი პაატა ამონაშვილი საერთაშორისო დონის ფსიქოლოგი, სოციოლოგი, მწერალი და ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტია. პაატა ჰუმანური პედაგოგიკის მიმდინარეობის დამაარსებელ – აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან –ერთად ატარებს ტრენინგებს მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ასევე არის მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი.

სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE ჭავჭავაძე: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 14 მარტი
დრო: 20:00 სთ


სემინარის ღირებულება 45 ლარი
გადახდის დეტალებზე გთხოვთ მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.

დამატებითი ინფორმაცია ამონაშვილის აკადემიის საქმიანობის და ღონისძიებების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე:
https://www.facebook.com/amonashviliacademy/