სწრაფი ნავიგაცია

28 მარტი
2019
კახა ჭოტიაშვილი - ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ტექნოლოგია



28
მარტს 8000 მოსავალის და SOLO-ს თანამშრომლობის ფარგლებში, გიწვევთ სემინარზე, რომელსაც კომპანია „საწნახელის“ დამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი გაუძღვება.

შეხვედრისას კახა

ისაუბრებს ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე
გაგაცნობთ მარნის მშენებლობისა თუ კეთილმოწყობის თავისებურებებს
მიმოიხილავს ნივთიერი კულტურის უაღრესად მნიშვნელოვან ხელობას − მეთუნეობას

წარმოგიდგენთ ყურძნის კრეფის მახასიათებლებს და სხვ.

SOLO ლაუნჯში დააგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს.

კომპანია „საწნახელის“ დამფუძნებელი კახა ჭოტიაშვილი ღვინოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, რომელიც დღესაც განაგრძობს საუკუნოვან ოჯახურ ტრადიციას.

აღსანიშნავია, რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდნა კახამ გაამდიდრა ღვინის შექმნის ტექნოლოგიის მეცნიერული შესწავლითა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული პრაქტიკული გამოცდილებით.

კომპანია „საწნახელს“ ბაზარზე გამოაქვს ტრადიციული ტექნოლოგიებით ქვევრში დაყენებული ღვინოები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით, საუკეთესო გემოთი და განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით.

დაუღალავმა შრომამ, საქმისადმი სიყვარულმა და პასუხისმგებლობით მიდგომამ განაპირობა არა მხოლოდ ჭოტიაშვილების მარნის ღვინოების უმაღლესი შეფასება, არამედ მრავალი ჯილდო სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე. 

სემინარის დეტალები:
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №29
თარიღი: 28 მარტი
დრო: 20:00 საათი