სწრაფი ნავიგაცია

21 თებერვალი
2019
გიორგი ჩავლეიშვილი − სწავლა საზღვარგარეთ − ტენდენციები და გამოწვევები



გეპატიჟებით ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრისა და საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ დამფუძნებლის, გიორგი ჩავლეიშვილის, სემინარზე, რომელიც SOLO Education-ის ფარგლებში 21 თებერვალს გაიმართება.

სემინარზე გიორგი ისაუბრებს უცხოეთში სწავლის თავისებურებებზე, დეტალურად გაგაცნობთ სააპლიკაციო პროცესს, მიღების კრიტერიუმებს, სავალდებულო დოკუმენტაციის სიას, პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებსა და სხვა მახასიათებლებს.

ასევე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:

საერთაშორისო უნივერსიტეტების ტიპები და განსხვავევები
სწავლების ტრადიციული მეთოდიკის პრაქტიკულით ჩანაცვლება
წლევანდელი ცვლილებები და ტენდენციები
როგორ ავირჩიოთ სწორად მომავალი პროფესია
დისტანციურად სწავლების შესაძლებლობები და სხვ. 

გიორგი ჩავლეიშვილი საქართველოში წამყვანი ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის, LEAF-ისა, და საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ დამფუძნებელია, რომელსაც აღნიშნული სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

მას დამთავრებული აქვს ვირჯინიის Saint Anne’s Belfild-ის უმაღლესი სკოლა, მოგვიანებით კი, ჰამილტონის “Liberal Arts“-ის უნივერსიტეტი და დღემდე აქტიურად უძღვება საგანმანათლებლო საქმიანობას.

განათლების ცენტრი LEAF-ი კი, თავის მხრივ, ნებისმიერ მოსწავლესა თუ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ, ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღოს.

სემინარის დეტალები

მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 21 თებერვალი
დრო: 20:00 საათი