სწრაფი ნავიგაცია

28 თებერვალი
2019
არჩილ მარშანია – პირველადი დახმარების წესები



SOLO Education
-ის ფარგლებში 28 თებერვალს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და პირველადი გადაუდებელი დახმარებისა თუ ტრავმის მართვის ინსტრუქტორი არჩილ მარშანია გაუძღვება.

ინტერაქციული ხასიათის შეხვედრაზე არჩილი ისაუბრებს პირველადი დახმარების ცოდნის აუცილებლობაზე, გაგაცნობთ მასთან დაკავშირებულ ძირითად წესებს და გაგიზიარებთ დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნების პრაქტიკულ რჩევებს.

მათ შორის:

როგორ ჩაატაროთ გულ-ფილტვის რეანიმაცია
როგორ შეაჩეროთ სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენა
როგორ მოიქცეთ სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობისას და სხვ.
 

ყველა ძირითადი თემის განხილვის შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სხვა სამედიცინო თემის მოკლე მიმოხილვაც.

არჩილ მარშანია ყველასათვის ცნობილი და წარმატებული ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგია, რომელიც ასევე აქტიურად უძღვება პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და ტრავმის მართვის ინსტრუქტორის პოზიციას.

ამასთანავე, ის პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი და საქველმოქმედო პროექტის, „გადაარჩინე სიცოცხლე, ისწავლე გფრ / cpr”-ს, ავტორიცაა.

არჩილი კითხულობს ლექციებს სხვადასხვა ტრენინგცენტრში, ჩართულია ექიმების, ექთნებისა თუ პარამედიკოსების გადამზადების პროგრამებში და მუშაობს ბრიტანულ კომპანიაში ზოგადი პრაქტიკის ექიმად.

სემინარის დეტალები

მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 28 თებერვალი
დრო: 20:00 საათი