სწრაფი ნავიგაცია

27 თებერვალი
2019
8000 მოსავალი – ღვინის დეგუსტაციის წესები



27
თებერვალს გეპატიჟებით მაღაზია „8 000 მოსავალში“ ღვინის დეგუსტაციაზე, რომელსაც სერტიფიცირებული სომელიე ზაზა გრიგალაშვილი გაუძღვება.

შეხვედრისას ზაზა გაგაცნობთ ღვინის დეგუსტაციის წესებს, გასწავლით, თუ როგორ განასხვაოთ ქართული ქვევრის ღვინო ევროპული კლასიკური ღვინისგან, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება დეგუსტაციისას, როგორ უნდა დაახასიათოთ ღვინო ფერის, არომატისა თუ გემოს მიხედვით და სხვ.

„8 000 მოსავალში“ ასევე დააგემოვნებთ 5 სახეობის ღვინოს, მათ შორის, ცქრიალა, თეთრ და წითელ მშრალ ღვინოებს.

ზაზა გრიგალაშვილი სერტიფიცირებული სომელიეა, რომელსაც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

2014 წელს მან წარმატებით დაასრულა 1-წლიანი კურსი სომელიეთა ასოციაციის სკოლაში, სადაც სიღრმისეულად გაეცნო ყველაფერს ყურძნისა თუ მევენახეობის შესახებ და განავითარა საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევები.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ზაზამ ღვინის მაღაზია „8 000 მოსავალში“ სომელიედ დაიწყო მუშაობა, დააფუძნა „ღვინის სკოლა“ და წარმატებით გაუძღვა 100-ზე მეტ ტრენინგს ღვინის კულტურასთან დაკავშირებით.

ზაზა ასევე ფლობს Wine & Spirit Education Trust-ის საერთაშორისო სერტიფიკატს.

შეხვედრის დეტალები

მის.: აბაშიძის ქ. №60
დრო: 19:00 სთ
თარიღი: 27 თებერვალი
ხანგრძლივობა: საათ-ნახევარი
ღირებულება: 44 ლარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია.