სწრაფი ნავიგაცია

14 თებერვალი
2019
თინათინ ბასილაია – როგორ შევქმნათ ჰარმონიული პირადი ცხოვრება



14
თებერვალს გეპატიჟებით SOLO Education-ის ფარგლებში ორგანიზებულ სემინარზე, რომელსაც ფსიქოლოგი თინათინ ბასილაია გაუძღვება.

სემინარზე თინათინი გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და გიჩვენებთ გზას, თუ როგორ მიმართოთ პირადი ცხოვრება იმედგაცრუებიდან ჰარმონიულობისკენ. ასევე გაგანდობთ ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლოებებს და  ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლების თავისებურებებს.

სემინარზე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:

როგორ შევქმნათ ან ავაწყოთ ჰარმონიული ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან
საკუთარი თავისა თუ პარტნიორის უკეთ გაცნობა და ღრმა კავშირის დამყარება
როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ბაირონ ქეითის „სამუშაო“ ჰარმონიული პირადი ცხოვრების შექმნისას და სხვ.

თინათინ ბასილაიას, რომელიც წარმატებული ფსიქოლოგი, ტრენერი და მრჩეველია, ადამიანებთან პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ის მსოფლიოში აღიარებული ავტორის, ბაირონ ქეითის, მოსწავლეცაა და მისი მეთოდის − ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ − ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში.

თინათინმა გასულ წელს ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ბაირონ ქეითის წიგნი „გიყვარდეს ის, რაც არის“, რომელიც ადამიანებს სტრესული და ნეგატიური ფიქრებისგან ათავისუფლებს. მასვე ეკუთვნის ისეთი საავტორო პროგრამები, როგორებიცაა: „საკუთარ თავთან ჰარმონიაში“, „იბრწყინე შიგნიდან“, „ჰარმონიული პირადი ცხოვრება“ და სხვ.

სემინარის დეტალები
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 14 თებერვალი
დრო: 20:00 საათი