სწრაფი ნავიგაცია

24 იანვარი
2019
ნინო მარგველაშვილი / კაიკონა − ცუდი ბავშვი არ არსებობს


SOLO Education
-ის ფარგლებში 24 იანვარს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც ნეიროფსიქოლოგი და ორგანიზაცია „კაიკონას“ დამფუძნებელი ნინო მარგველაშვილი გაუძღვება. 
 
ნინო თქვენთან ერთად ისაუბრებს ბავშვებთან ურთიერთობის თავისებურებებზე, სიღრმისეულად გაგაცნობთ თანაგრძნობის ხედვას,  სტრესის არსსა და  Shanker Self-Reg® მეთოდის გამოყენებით − განსხვავებას ბავშვის ცუდ და სტრესულ ქცევებს შორის.

 
ნინო მარგველაშვილი, რომელიც წარმატებული ნეიროფსიქოლოგი და ორგანიზაცია „კაიკონას“ დამფუძნებელია, ფლობს სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განათლების ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხს. ის ასევე ბავშვთა განათლების საერთაშორისო პროგრამის (ICDP) ოფიციალური წარმმართველია და სასკოლო გარემოში Mindfulness პრაქტიკის სერტიფიცირებულ წამყვანად გვევლინება.

 
სემინარის დეტალები
 
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 24 იანვარი
დრო: 20:00 საათი