სწრაფი ნავიგაცია

31 იანვარი
2019
ნინო ეფხოშვილი / წარმატების სკოლა – კვანტური ნახტომი


SOLO Education
-ის ფარგლებში 31 იანვარს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც „წარმატების სკოლის“ დამფუძნებელი ნინო ეფხოშვილი გაუძღვება. 

სემინარზე ნინო ისაუბრებს წარმატების მიღწევის აუცილებლობაზე, შემოგთავაზებთ გზებს, თუ როგორ მიიღოთ სასურველი შედეგები ცხოვრებაში, ასევე გაგაცნობთ ჯეკ კენფილდის წარმატების პრინციპებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

სემინარზე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:
 
ჩვენი კმაყოფილების დონე ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებში
რა არის ის, რასაც გვსურს ცხოვრებაში ერთხელ მივაღწიოთ
როგორ განვახორციელოთ კვანტური ნახტომი ბალანსის დარღვევის გარეშე და სხვ.

 
ნინო ეფხოშვილი გარდა იმისა, რომ არის „წარმატების სკოლის“ დამფუძნებელი, ის წარმატების ქოუჩი, ტრანსფორმაციული ტრენერი და ჯეკ კენფილდის ერთადერთი წარმომადგენელიცაა საქართველოში. ამასთანავე, ნინო სხვადასხვა ონლაინპროგრამის ავტორია, მათ შორის, „გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტი“, „90-დღიანი წარმატებაზე ფოკუსირების სისტემა“ და სხვ. ის ასევე მართავს ისეთ საავტორო ტრენინგებს, როგორებიცაა „ახალი თაობის ლიდერი“, „გაყიდვების მეტაფიზიკა“, „ქალურობა, როგორც ქალის წარმატების საწინდარი“, „ქოუჩინგი მენეჯერებისთვის“, „ემოციური ინტელექტი, ანუ EQ>2*IQ" და სხვ.
 

სემინარის დეტალები
 
მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 31 იანვარი  
დრო: 20:00 საათი