სწრაფი ნავიგაცია

21 ნოემბერი
2018
თეკუნა გაჩეჩილაძის კულინარიული მასტერკლასი



ექსკლუზიურად გეპატიჟებით ქართული სამზარეულოს მასტერკლასზე განახლებულ კულინარიუმში (მის: პეტრიაშვილის ქ.№1), სადაც თეკუნა გაჩეჩილაძესთან ერთად შემდეგ ქართულ კერძებს მოამზადებთ:

- შემწვარ სულგუნს ნადუღითა და გაწურული მაწვნით;
- კრევეტების ხარჩოს პოლენტაზე;
- კამეჩის მაწვნის პანაკოტას ნიგვზითა და კაკლის მურაბით.   

სურვილის შემთხვევაში თქვენს გამოცდილებას საყვარელ ადამიანსაც გაუზიარებთ; იმ ადამიანს, რომელიც მასტერკლასს თქვენთან ერთად დაესწრება.

მასტერკლასის დეტალები:
თარიღი: 21 და 22 ნოემბერი
დრო: 19:00
ადგილი: პეტრიაშვილის . №1 (ღვინის ქარხნის ტერიტორია)
ფასი: 95 ლარი