სწრაფი ნავიგაცია

08 ნოემბერი
2018
Colliers International Georgia − უძრავი ქონების საერთაშორისო მომსახურება


 

SOLO Education-ის ფარგლებში გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც Colliers International Georgia-ს წარმომადგენელი − არჩილ ფირიაშვილი − გაუძღვება.

სემინარზე არჩილი ისაუბრებს გლობალური კომპანია Colliers-ის საინვესტიციო მიმართულებაზე, სიღრმისეულად მიმოიხილავს სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობებს და გაგაცნობთ კონკრეტული ბაზრის კვლევის მონაცემებს, რომლებიც ამონაგების მაჩვენებლებს სექტორების მიხედვით აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Colliers-ის მიდგომების უკეთ საილუსტრაციოდ სემინარზე, მაგალითის სახით, ასევე წარმოდგენილი იქნება ერთ-ერთი საინვესტიციო უძრავი ქონების პროექტი.

Colliers International Georgia უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიაა, რომელიც უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებს, დეველოპერებსა და ინვესტორებს სრულ მომსახურებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

Colliers-ის ძირითადი მიმართულებებია: უძრავი ქონების სერვისი, კორპორაციული საბროკერო მომსახურება, საინვესტიციო მომსახურება, უძრავი ქონების კვლევა, კონსულტირება და შეფასება; ხოლო კომპანიის ბიზნესსექტორებს წარმოადგენს ოფისები, ინდუსტრიული და ლოგისტიკური სექტორი, საცალო ვაჭრობა, უძრავი ქონების შეფასება და სასტუმრო.

აღსანიშნავია, რომ Colliers International-ის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს; კომპანიის მომხმარებლებს კი აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, გაიზიარონ 66 ქვეყნის 554 ოფისში მომუშავე 16 000 პროფესიონალის ცოდნა და გამოცდილება.

საქართველოში კომპანიის ოფისი 2014 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც დღესდღეობით დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ოფისის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ, შემოქმედებით აზროვნებასა და ურთიერთთანამშრომლობას, რაც შედეგად, ბიზნესის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს.
 

სემინარის დეტალები
თარიღი: 8 ნოემბერი
დრო: 20:00 საათი
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
 
სემინარზე დასწრება უფასოა