სწრაფი ნავიგაცია

29 ნოემბერი
2018
მომავლის პროფესიები



SOLO Education
-ის ფარგლებში გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტები − მაკა მახათაძე და სანდრო ასათიანი − გაუძღვებიან.

სემინარზე მაკა და სანდრო ისაუბრებენ პროგრამირების სწავლების თავისებურებებზე, წარმოგიდგენენ ციფრული ეპოქის აბორიგენებსა და ემიგრანტებს, ასევე გაგაცნობენ მილენიალების ვინაობასა და მათ მახასიათებლებს.

სემინარზე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:

ედგარ დეილის ცოდნის ათვისების პირამიდა
კონსტრუქტივისტული მიდგომა, ანუ სწავლის სწავლება
მიტიო კაკუ − რომელი პროფესიები იქნება მოთხოვნადი მომავალში და სხვ.
 

მაკა მახათაძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013-2017 წლებში ის კომპანია „ინტელის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი იყო კავკასიის რეგიონში. 2015 წლიდან დააფუძნა IT Academy STEP-ი, მოგვიანებით განათლების მინისტრის მრჩევლად მუშაობდა და ასევე ეკავა მენეჯერის პოზიცია განათლების სისტემის ტრანსფორმაციის საკითხებში.

აღსანიშნავია, რომ მაკას ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

სანდრო ასათიანს ICT-ის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა: saba.com.ge, cybergala.me, online.iliauni.edu.ge და სხვ. სანდრო ასევე კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებში, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში.

აღსანიშნავია, რომ სანდრო 2014 წლიდან ასევე არის GeoLab-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
 

სემინარის დეტალები
თარიღი: 29 ნოემბერი
დრო: 20:00 საათი
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
 
სემინარზე დასწრება უფასოა