სწრაფი ნავიგაცია

15 ნოემბერი
2018
როგორ ვმართოთ დრო ჩვენ სასარგებლოდ


 

SOLO Education-ის ფარგლებში გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც მართვის აკადემიის თავჯდომარე და მთავარი ტრენერი ქეთი ტყავაძე გაუძღვება.
 
სემინარზე ქეთი ისაუბრებს პროდუქტიოულობისა და დროის მართვის თავისებურებებზე,  სიღრმისეულად გაგაცნობთ დროის მართვის ხელისშემშლელ ფაქტორებს და გაგიზიარებთ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ცოდნასა და გამოცდილებას კონკრეტული მაგალითების გამოყენებით.

სემინარზე ასევე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
 
• სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა
• დროის მართვის ინსტრუმენტები, მათი გამოყენების მახასიათებლები
• „როგორ გამოვიმუშაოთ ჩვეულება“ და სხვ.


ქეთი ტყავაძემ 2017 წელს დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა Grenoble Graduate School of Business-ში (საფრანგეთი). მას მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს, არის საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი, მართვის პროფესიონალი და NLP პრაქტიკოსი.
 
აღსანიშნავია, რომ ქეთი არაკომერციული ორგანიზაციის − მართვის აკადემიის − თავჯდომარეცაა; ორგანიზაციის, რომლის მიზანია მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს-, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებში, რასაც ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და ურთიერთქმედების (networking) მეშვეობით დღემდე მარტივად უზრუნველყოფს.
 

სემინარის დეტალები
თარიღი: 15 ნოემბერი
დრო: 20:00 საათი
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
 
სემინარზე დასწრება უფასოა