სწრაფი ნავიგაცია

25 ოქტომბერი
2018
10 მითი ეტიკეტის შესახებ



SOLO Education
-ის ფარგლებში 25 ოქტომბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც თბილისის ეტიკეტის სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერი − ნინო ახალაია − გაუძღვება.

სემინარზე ნინო ისაუბრებს ბიზნესეტიკეტის როლზე თანამედროვე მსოფლიოში,  სიღრმისეულად გაგაცნობთ ეტიკეტისა და პროტოკოლის მნიშვნელობას და გაგიზიარებთ ამ სფეროში არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას კონკრეტული მაგალითების გამოყენებით.

ნინო ახალაიამ მაგისტრის ხარისხი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში − ვარვიკის უნივერსიტეტში − მოიპოვა; საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სტაჟირება საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიარა და მოგვიანებით ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით კითხულობდა.

აღსანიშნავია, რომ ნინო 2014 წლიდან ხელმძღვანელობს თბილისის პროტოკოლის სკოლას და მას ევროპის პროტოკოლის სკოლაში ასევე გავლილი აქვს ტრენერთა გადამზადების სასწავლო კურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ ნინოს სერტიფიცირებული ტრენერ-კონსულტანტის სტატუსი მიენიჭა ბიზნესეტიკეტისა და საერთაშორისო პროტოკოლის მიმართულებით.
 

სემინარის დეტალები
თარიღი: 25 ოქტომბერი
დრო: 20:00 საათი
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29

 
SOLO მომხმარებლისთვის სემინარზე დასწრება უფასოა.