სწრაფი ნავიგაცია

03 ოქტომბერი
2018
მომხმარებელთა ქცევა, ნდობის ამაღლება და ურთიერთთანამშრომლობა ონლაინ



SOLO Education
-ის ფარგლებში ორგანიზაცია UK Bridge-ი 3, 4 და 5 ოქტომბერს გეპატიჟებათ პრეზენტაციაზე, სადაც, როგორც SOLO მომხმარებელი, ექსკლუზიურად გაეცნობით:

• სასწავლო პროგრამებს საზღვარგარეთ;
• University of St Andrews-ის საგანმანათლებლო პროგრამებს;
• დაფინანსების შესაძლებლობებს;
• უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელ საბუთებსა და
• სპეციალურად თქვენთვის შექმნილ შეთავაზებებს.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს ეწვევა University of St Andrews-ის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი და მენეჯმენტის სკოლის ლექტორი − ჯულია ბრუქსი, რომელიც წარმოგიდგენთ მასტერკლასს თემაზე − მომხმარებელთა ქცევა, ნდობის ამაღლება და ურთიერთთანამშრომლობა ონლაინ.

მასტერკლასზე ჯულია ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

• მომხმარებლის ქცევა;
• ნდობის ჩამოყალიბება მომხმარებელთან;
• ინტერნეტმომხმარებლის ქცევა;
• მომხმარებლის ქცევის FFF მოდელი;
• Endorsement მოდელი.

პრეზენტაციის დეტალები

3 ოქტომბერი − SOLO LOUNGE ბათუმი: რუსთაველის ქ. №22. დასაწყისი 19:00 სთ
4 ოქტომბერი − ქუთაისი, იოსებ გრიშაშვილის ქ. №11, სასტუმრო ბესტ ვესტრენრნი. დასაწყისი 19:00 სთ
5 ოქტომბერი − SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29. დასაწყისი 20:00 სთ

UK Bridge-ი, რომელსაც საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, განათლების მიღების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ნოვაციური და სანდო ორგანიზაციაა საქართველოში. ის English UK-ის, ICEF-ისა და British Council-ის პარტნიორი ორგანიზაციაცაა და ყველა დაინტერესებულ პირს საზღვარეთ უმაღლესი ხარისხის განათლებასა და უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.

St Andrews-ის უნივერსიტეტი 2018 წლის მონაცემებით მე-3 ადგილს იკავებს ბრიტანულ წამყვან უნივერსიტეტებს შორის, ხოლო მისი საგანმანათლებლო პროგრამები (მენეჯმენტი, ბიზნესი) დღემდე არ თმობს ლიდერ პოზიციებს.