სწრაფი ნავიგაცია

20 სექტემბერი
2018
როგორ გავიმარჯვოთ მოლაპარაკებამდე



SOLO Education
-ის ფარგლებში 20 სექტემბერს გეპატიჟებით სემინაზე „როგორ გავიმარჯვოთ მოლაპარაკებამდე, რომელსაც საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი − დავით ჩიკვაიძე გაუძღვება.

სემინარზე დავითი ისაუბრებს ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორებიცაა:
• სწორი პოზიციონირება მოლაპარაკებებისას;
კომუნიკაციისას გარკვეული დაბრკოლებების გადალახვის უნარ-ჩვევები;
„როგორ იღებს ჩვენი გონება გადაწყვეტილებებს“ და სხვ.
 

აღსანიშნავია, რომ სემინარი ინტერაქციული ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა.

და ეს ყველაფერი არ არის!

სემინარზე დავითი ასევე შემოგთავაზებთ საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის ერთ-ერთ კურსს − გაყიდვების მენეჯმენტს, რომლის გავლასაც, როგორც SOLO მომხმარებელი, ექსკლუზიური 5%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ!

დავით ჩიკვაიძე უკვე 10 წელზე მეტია უძღვება სემინარებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გაყიდვები, მომსახურების მართვა, ლიდერობა და სხვ. ამ თვალსაზრისით, მას უკვე ჩატარებული აქვს 700-ზე მეტი სემინარი სხვადასხვა წამყვანი კომპანიისთვის. დავითი ასევე ფლობს მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას საცალო ბიზნესის მიმართულებით.

 

სემინარის დეტალები
თარიღი: 20 სექტემბერი
დრო: 20:00 საათი

სემინარზე დასწრება უფასოა