სწრაფი ნავიგაცია

27 სექტემბერი
2018
მიზანდასახულობა



SOLO Education
-ის ფარგლებში 27 სექტემბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც ერუდიციის ცენტრ სოფიქსის დამფუძნებელი − გიორგი გოგელია − გაუძღვება.

სემინარზე გიორგი ისაუბრებს − მიზანდასახულობაზე, სიღრმისეულად გაგაცნობთ მის არსსა და მიზანდასახულობის გამომუშავების თავისებურებებს კონკრეტული მაგალითების გამოყენებით; საუბარს კი განაგრძობს ფსიქოლოგიის დოქტორი და პროფესორი − თეა გოგოტიშვილი, რომელიც მიზანდასახულობას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით წარმოგიჩენთ.

სემინარზე ასევე განხილული იქნება:

შარლ დე გოლი − ბიოგრაფია;
გაბრიელ-გარსია მარკესი − ბიოგრაფია, შემოქმედება, წვლილი;
ერუდიციის კურსების პრეზენტაცია და სხვ.

თეა გოგოტიშვილი ასევე არის EAGT-ის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი,  ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო საზოგადების − SPR-ის − წევრი და ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის − EGI-ს − (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერი. აღსანიშნავია, რომ ის ლექციებს კითხულობს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. თეა ასევე მოღვაწეობს დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში და წარმოადგენს საქართველოს სამეცნიერო ფსიქოლოგიის საერთაშორისო გაერთიანება IUPsyS-ზე.

სოფიქსი ერუდუციის ცენტრია, რომელიც არა მხოლოდ 14 წლიდან ზემოთ მოზარდებს, არამედ სხვა ყველა დაინტერესებულ პირს მრავალპროფილური ზოგადი განათლებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების კურსებს სთავაზობს; SOLO მომხმარებლებსა და მათს შვილებს კი აღნიშნული კურსების გავლა სპეციალურ ფასად შეუძლიათ.

სემინარის დეტალები

თარიღი: 27 სექტემბერი
დრო: 20:00 საათი

სემინარზე დასწრება უფასოა