სწრაფი ნავიგაცია

13 ივნისი
2018
ელტონ ჯონის სადღესასწაულო After Party ბათუმში!




30
ივნისსა და 1-ლ ივლისს, ელტონ ჯონის კონცერტების დასრულების შემდგომ, SOLO გეპატიჟებათ სადღესასწაულო After Party-ზე, რომელიც ბათუმში, კლუბ UP2YOU-ში, გაიმართება.

After Party-ზე თქვენ წინაშე წარდგება ნიუიორკული კლუბის − Groove-ის − ჯაზბენდი Kennedy Administration-ი, რომელიც  ბათუმს ვარსკვლავური შემადგენლობით ეწვევა და ჯაზის, ბლიუზის, ფანკისა და სოულის უკვდავ ჰიტებს წარადგენს.

არ გამოტოვოთ კიდევ ერთი დაუვიწყარი კონცერტი, მობრძანდით After Party-ზე და დაიმუხტეთ განსაკუთრებული ემოციებით!


კონცერტის დეტალები:

ადგილი: ბათუმი, კლუბი UP2YOU (ძველი ბულვარი, კლუბ Sector 26-ის გვერდით)
თარიღი: 30 ივნისი, 1 ივლისი
დრო: 23:00 სთ (ელტონ ჯონის კონცერტის დასრულებისთანავე)
ღირებულება: 50 ლარი SOLO მომხმარებლებისთვის


ბილეთის შესაძენად გადადით ბმულზე: tkt.ge

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თქვენი SOLO Club, SOLO PremiumAmEx Platinum ან AmEx Gold ბარათებით.