სწრაფი ნავიგაცია

19 დეკემბერი
2017
გრეგორი პორტერის საახალწლო კონცერტი ნიკოლოზ რაჭველთან ერთად


 

12 იანვარს SOLO და Eastern Promotions-ი წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზვოკალისტის − გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ საახალწლო კონცერტს.

გრეგორი პორტერი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსია და ჯაზის, სოულისა და გოსპელის გენიალურ შემსრულებლად გვევლინება; ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს, მათ შორის, გრემის პრესტიჟული ნომინაციის − Best Jazz Vocal Album-ის – 2-გზის გამარჯვებულიცაა; ცნობილი გამოცემები კი პორტერს ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მოიაზრებენ.

ქართველი მაყურებლის წინაშე მუსიკოსი საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან "Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია გრეგორი პორტერის კუმირის − ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზპიანისტის − ნეტ კინგ კოულის − ჰიტები.
 

კონცერტის დეტალები:

თარიღი: 12 იანვარი
ადგილი: თბილისის საკონცერტო დარბაზი
კარი გაიღება: 19:00
კონცერტის დასაწყისი: 20:00
ბილეთის ფასი SOLO მომხმარებლებისთვის:
  - პარტერი: 100/150 ლარი
   - აივანი: 50/80 ლარი

ბილეთის შეძენა შეგიძლიათ როგორც tkt.ge-ზე,

22 დეკემბრიდან ბილეთების შეძენას ასევე შეძლებთ SOLO ლაუნჯებში შემდეგ მისამართებზე: 

   - SOLO Lounge ჭავჭავაძე: ჭავჭავაძის გამზ. №29
   - SOLO Lounge ყაზბეგი: ყაზბეგის გამზ. №24
   - SOLO Lounge აბაშიძე: აბაშიძის .70