სწრაფი ნავიგაცია

31 მაისი
2017
SOLO წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ელტონ ჯონს!


 

SOLO და Eastern Promotions წარმოგიდგენთ ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი საქართველოს პირველად ეწვევა და 16 და 17 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე 2 გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“.

ბილეთების გაყიდვა ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის 25 ივნისის 10:00 საათიდან დაიწყება29 ივნისიდან კი შეძენას სხვა მსურველებიც შეძლებენ.

ბილეთის ფასი SOLO მომხმარებლებისთვის 90 ლარიდან იწყება, სხვა მსურველები კი 150 ლარიდან შეიძენენ.

თითოეულ SOLO მომხმარებელს მაქსიმუმ 6 ბილეთის შეძენა შეუძლია.

ბილეთების შესაძენად გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.tkt.ge