სწრაფი ნავიგაცია

21 დეკემბერი
2018
ESHVI-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია SOLO-ში



21
დეკემბერს გიწვევთ ბრიტანული სამკაულების კომპანია ESHVI-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის − Midnight Kiss-ის − პრეზენტაციაზე, რომელიც პირველად საქართველოში სწორედ SOLO ლაუნჯში გაიმართება!

ახალი კოლექციის პრეზენტაციისას გექნებათ შესაძლებლობა:

• არა მხოლოდ განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ სასურველი სამკაული, 
• არამედ ჩაერთოთ გათამაშებაში და მოიგოთ Midnight Kiss-ის ერთ-ერთი აქსესუარი.
 

საიუველირო ბრენდი ESHVI, რომელიც 2012 წელს ლონდონში დაარსდა, მკაფიო სტილით, უნიკალური დიზაინითა და თამამი ფერებით გამოირჩევა. მისი დამფუძნებლები და დიზაინერები არიან ნათია ჩხარტიშვილი და თამარ სვანიძე.

ESHVI სამკაულებზე მუშაობისას უმეტესად იყენებს მოოქროვილ მეტალსა და როდიუმს. ყელსაბამები, საყურეები და სამაჯურები 0.15-კარატიანი ოქროთია მოოქროვილი და სვაროვსკის კრისტალებით, ონიქსითა და მარმარილოს ქვებით იწონებენ თავს.

 

ღონისძიების დეტალები:
ადგილი: ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯი (ჭავჭავაძის გამზ. №29)
თარიღი: 21 დეკემბერი
დრო: 20:30 სთ

SOLO RECOMMENDS