სწრაფი ნავიგაცია

15 დეკემბერი
2018
ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი არტისტი, ლუკა ლასარეიშვილი, ERTI GALLERY-ში!



SOLO
მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას, ამიტომაც იწყებს თანამშრომლობას ERTI GALLERY-სთან და 15 დეკემბერს ექსკლუზიურად გიწვევთ ლუკა ლასარეიშვილის პერსონალურ გამოფენაზე − მოძრავი კადრები და მათ მიღმა ეთერული ტრანსფორმაციები!

გამოფენაზე შესაძლებლობა გექნებათ საკუთარი თვალით იხილოთ მხატვრის:

6 აბსტრაქტული ნახატი და
მასშტაბური ვიდეონამუშევარი, რომელიც ხელოვნის კვლევის პროცესს ასახავს


ლუკა ლასარეიშვილი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სრულფასოვანი არტისტია, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესითა და წარმატებით სარგებლობს.

მისი ნამუშევრები, რომლებიც სივრცეში მუდმივ მოძრაობასა და თითქოსდა არამყარ მდგომარეობაზე საუბრობენ, უნიკალური მხატვრული მახასიათებლებით გამოირჩევიან და მაყურებლებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს აღუძრავენ.

მათი დახმარებით აღმოაჩენთ სრულიად ახალ სამყაროს, რომელიც დეტალურად აღწერს როგორც წესრიგსა და მოვლენათა თანამიმდევრობას, ასევე ყოვლისმომცველ ქაოსს; ეს ყველაფერი კი ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვნად დაგაფიქრებთ.

აღსანიშნავია, რომ ლუკა აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთსა და სხვ.), თუმცა 2003 წლიდან ცხოვრობს ნიუ-იორკში და ბოლო 15 წელია მუშაობს საკუთარ უწყვეტ პროექტზე, მინიმალისტურ-აბსტრაქტული სერიების ციკლზე − მოძრავი ნაწილაკები.

 

ღონისძიების დეტალები:

ადგილი: ინგოროყვას ქ. №19 / 9 აპრილის ქ. №9
თარიღი: 15 დეკემბერი
დრო: 19:00 საათი

SOLO RECOMMENDS