სწრაფი ნავიგაცია

27 დეკემბერი
2018
John Wrap-ის საჩუქრების შეფუთვის მასტერკლასი



SOLO Education
-ის ფარგლებში 27 დეკემბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც კომპანია John Wrap-ის გუნდის წევრი და ტრენერი მარიამ გახელაძე გაუძღვება.

სემინარზე მარიამი ისაუბრებს საჩუქრების შეფუთვის აუცილებლობაზე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა მახასიათებელს, რომლებიც აღნიშნულ პროცესს ახასიათებს, ასევე გაგაცნობთ საიდუმლოებებს, რომელთა დახმარებითაც გაიაზრებთ, თუ რას ნიშნავს მთელი გულით გაცემული საჩუქარი.

სემინარზე ასევე დაეუფლებით საჩუქრის შეფუთვის ტექნიკებს − ოთხკუთხედი და ბოთლის ფორმის საჩუქრებისთვის − და მისი დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებთ თქვენთვის სასურველი საჩუქრის განსაკუთრებულად მორთვას.

მარიამ გახელაძეს აღნიშნულ სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ის მრავალი წელია John Wrap-ის გუნდის წევრი და საჩუქრების შეფუთვის საუკეთესო ოსტატია საქართველოში. მარიამმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა შეიფუთოს სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ დანიშნულების საჩუქრები ისე, რომ თითოეულმა მათგანმა ადრესატის ყველა მოლოდინს გადააჭარბოს.

მარიამს სჯერა, რომ საჩუქარი შეფუთვის გარეშე არ არის საჩუქარი და მხოლოდ შეფუთვის საშუალებითაა შესაძლებელი მისი მთელი გულით ჩუქება.
 

სემინარის დეტალები

მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 27 დეკემბერი
დრო: 20:00 საათი

SOLO RECOMMENDS