სწრაფი ნავიგაცია

13 დეკემბერი
2018
კოლექციის საწყისი - ენერგიის ფორმები 



SOLO Education
-ის ფარგლებში 13 დეკემბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც ხელოვნების კრიტიკოსი ჰაიკე ფულბრუგე და არტისტი ლუკა ლასარეიშვილი გაუძღვებიან.

სემინარზე ჰაიკე და ლუკა ისაუბრებენ კორპორაციულ კოლექციაზე, მის თავისებურებებსა და კოლექციონერთა მექანიზმებზე, ასევე გაგაცნობენ ინვესტიციის მნიშვნელობას ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმჩნევა.

სემინარზე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:

• ERTI Gallery - ში მიმდინარე გამოფენის მნიშვნელობა - გალერეისა და კურეატორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები
ლუკა ლასარეიშვილის ხელოვნება − მისი როლი საქართველოს ისტორიასა და პოსტავანგარდული მიმართულებით
მიმდინარე გამოფენის მნიშვნელობა − გალერეისა და კურატორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და სხვ.

დოქტორ ჰაიკე ფულბრუგე ბერლინში მოღვაწე კურატორი, ავტორი და ლექტორია. მისი კვლევის ინტერესებში შედის როგორც სუბიექტური სწავლება ცხოველებზე, ხელოვნება და ანთროპოლოგია, ასევე თეორიები გამოსახულებისა და აღქმის შესახებ.

ჰაიკეს კურატორობით ჩატარებულა მრავალი გამოფენა მუზეუმებში, სახელოვნებო ასოციაციებსა თუ კოლექციონერთა სივრცეებში, ასევე სხვადასხვა ურბანულ და კერძო გალერეებში. ის გახლდათ ადრიან ფაიფერის კვლევითი არქივისა  და ბერლინში დაფუძნებული ასოციაციის −  ჰოფმანების კოლექციის −  დირექტორი.

2011 წლიდან ჰაიკეს საქმიანობა განსაკუთრებით დაუკავშირდა კერძო კოლექციების გამოფენას, ხოლო 2014 წლიდან ის თანამშრომლობს გერმანიის ბანკთან თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის − Frieze Art Fair-ის − ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ ჰაიკე ლექციებს კითხულობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში და მას დიდხნიანი თანამშრომლობის ისტორია აკავშირეს ისეთ ონლაინგამოცემებთან, როგორებიცაა: Weltkunst-ი, Art Kunst Magazin-ი, Tagesspiegel-ი.

ჰაიკე არაერთი წარმატებული წიგნის ავტორიცაა.

ლუკა ლასარეიშვილი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სრულფასოვანი არტისტია, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოში განსაკუთრებული ინტერესითა და წარმატებით სარგებლობს. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ცნობილი მუზეუმებისა თუ გალერეების მიერ ორგანიზებულ გამოფენებზე, ხოლო მისი ნამუშევრები საერთაშორისოდ აღიარებული სახელოვნებო დაწესებულებებისა და კერძო კოლექციების განუყოფელი ნაწილია.

ლუკას განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აქვს მიღებული, მოგვიანებით კი მან გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო აბსტრაქტული მხატვრობის მიმართულებით. ლუკას შემოქმედებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა; ის ფიგურატიული კომპოზიციების, კონცეპტუალური ხელოვნების, ინსტალაციისა თუ ობიექტების გავლით ისევ მიუბრუნდა იმ სრულიად გამორჩეულ მინიმალიზმს აბსტრაქტულ ხელოვნებაში, რომელიც კვლავ იგრძნობა ლუკას უახლეს ნამუშევრებში.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ყოფნის დროს ლუკა, არტისტული რეზიდენციის ფარგლებში, ერთი წლით მიიწვიეს პარიზში, რასაც მოყვა მსგავსი მიწვევა კასელში. ლუკამ გერმანიაში 15 წელი გაატარა, შემდეგ კი  ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 2003 წლიდან ის ცხოვრობს ნიუ-იორკში და ბოლო 15 წელია მუშაობს საკუთარ უწყვეტ პროექტზე, მინიმალისტურ-აბსტრაქტული სერიების ციკლზე − მოძრავი ნაწილაკები.
 

სემინარის დეტალები

მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 13 დეკემბერი 
დრო: 20:00 საათი

SOLO RECOMMENDS