სწრაფი ნავიგაცია

06 დეკემბერი
2018
ემოციების ნავიგაცია



SOLO Education
-ის ფარგლებში 6 დეკემბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც ფსიქოლოგი და „ერიქსონის“ საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული მწვრთნელი − თამარ ჩაჩუა − გაუძღვება.

სემინარზე თამარი ისაუბრებს ემოციების მართვის აუცილებლობასა და მის თავისებურებებზე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის გავლენას ჩვენს ფიქრებზე, ქცევაზე, ურთიერთობასა თუ კარიერულ წინსვლაზე, ასევე გაგაცნობთ ყველაზე რთულ სიტუაციებში საკუთარი ემოციების დაბალანსების სპეციფიკას.

სემინარზე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:

რა პროცესები ვითარდება ჩვენს გონებაში ემოციების განცდისას
რატომ არის ფასეული თითოეული ემოცია
როგორ შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა და სხვ.
 

თამარ ჩაჩუას, რომელიც ასევე არის მრჩეველი და ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი SIX Second-ის მოდელით, ბიზნესსფეროში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს; აღნიშნული პერიოდიდან კი 12 წლის განმავლობაში ის წამყვანი მენეჯერის პოზიციაზე იყო დასაქმებული.

თამარი კომპანიების – „ეისითი ყაზახეთისა“ და GROWIN-ის – თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის ასევე აქტიურად უძღვება სხვადასხვა სასერტიფიკატო პროგრამას ლექტორის სახით.

ამასთანავე, თამარი „ქოუჩინგისა“ და ემოციური ინტელექტის მიმართულებით რამდენიმე წარმატებული პროგრამის ავტორია, რომელთა შორისაცაა „ქოუჩინგი, მართვის ახალი სტილი“, „ემოციური ინტელექტი წარმატებისთვის“ და „მიზნის მიღწევის ხელოვნება“.


სემინარის დეტალები

მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 6 დეკემბერი

SOLO RECOMMENDS