სწრაფი ნავიგაცია

20 დეკემბერი
2018
რენტალსი – უძრავი ქონების გაქირავების პრინციპები




SOLO Education
-ის ფარგლებში 20 დეკემბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც კომპანია „რენტალსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი − ზურაბ ერისთავი − გაუძღვება.

სემინარზე, რომელიც ინტერაქციული ხასიათის იქნება, ზურაბი ისაუბრებს ბინების გაქირავების თავისებურებებზე, წარმოგიდგენთ გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი გაქირავების მახასიათებლებს და სასურველი უბნის შერჩევის სპეციფიკას, ასევე გაგაცნობთ ამ თვალსაზრისით არსებულ ტენდენციებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმჩნევა.

სემინარზე განხილული იქნება ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა:

რა განსაზღვრავს გასაქირავებელი ბინის ბიუჯეტს
მითები და ლეგენდები უძრავი ქონების შესახებ
რა თანხა უნდა დავხარჯოთ, რათა მივიღოთ ინვესტიციისა და ამონაგების საუკეთესო თანაფარდობა და სხვ.
 

„რენტალსი“ უძრავი ქონების გაქირავების თვალსაზრისით ლიდერი კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს 23 სხვადასხვა საელჩოსთან და 30-ზე მეტ უცხოურ კომპანიასთან. კომპანიის მომხმარებლები არიან ევროკავშირის, აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, შვედეთის, პოლონეთის, ბრაზილიის, იაპონიის, ავსტრიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები.

10 წლის განმავლობაში „რენტალსმა“ სასურველი საცხოვრებელი შეურჩია ასობით დიპლომატსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, „გაეროს“, „აზიის განვითარების ბანკისა“ თუ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ ხელმძღვანელებს. კომპანია ასევე ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია საოფისე ფართების გაქირავების თვალსაზრისითაც.

აღსანიშნავია, რომ „რენტალსმა“ „საქართველოს ნაციონალური უძრავი ქონების ასოციაციის“ გადაწყვეტილებით 2017 წელს მოიპოვა წლის კომპანიის სტატუსი.  

ზურაბ ერისთავს მიღებული აქვს Bank Akademie-ს ბაკალავრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტის ბაკალავრისა და ESM-ის მაგისტრის ხარისხები. ის წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის, „ინტელექტბანკის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ თანამშრომელი, სამშენებლო კომპანია „იბერიას“ გენერალური დირექტორი, „ბაგები სიტი ჯგუფის“ განვითარების კოორდინატორი და ჩეხური საბროკერო კომპანიის – “CERES Georgia”-ს – თანადამფუძნებელი / გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ზურაბს „საქართველოს ნაციონალური უძრავი ქონების ასოციაციის“ გადაწყვეტილებით 2017 წელს წლის ბროკერის სტატუსი მიენიჭა.
 

სემინარის დეტალები

მის.: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29
თარიღი: 20 დეკემბერი 
დრო: 20:00 საათი

SOLO RECOMMENDS