სწრაფი ნავიგაცია

04 ოქტომბერი
2018
როგორ შევაქოთ და გავამხნევოთ ბავშვები



SOLO Education
-ის ფარგლებში 4 ოქტომბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც ნეიროფსიქოლოგი − ნინო მარგველაშვილი − გაუძღვება.

სემინარზე ნინო ისაუბრებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თავისებურებებზე,  სიღრმისეულად გაგაცნობთ მშობლების როლს ბავშვების წარმატებისა თუ წარუმატებლობის თვალსაზრისით და წარმოგიდგენთ ბავშვის შექებისა და გამხნევების უპირატესობებს კონკრეტული მაგალითების გამოყენებით.

სემინარზე ასევე განხილული იქნება:

თავის ტვინის შესახებ არსებული სამეცნიერო კვლევები;
ორი ხედვა (რწმენათა სისტემა) − ინტელექტი და ნიჭიერება;
„როგორ ვრეაგირებთ წარმატებასა და მარცხზე“ და სხვ.


ნინო მარგველაშვილი ფლობს სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხს და უძღვება ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამას. აღსანიშნავია, რომ ის ასევე არის სასკოლო გარემოში Mindfulness პრაქტიკის სერტიფიცირებული წამყვანი და ორგანიზაცია „კაიკონას“ დამფუძნებელი.
 

სემინარის დეტალები
თარიღი: 4 ოქტომბერი 
დრო: 20:00 საათი 
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. 29


SOLO მომხმარებლისთვის სემინარზე დასწრება უფასოა.

 

SOLO RECOMMENDS