სწრაფი ნავიგაცია

11 ოქტომბერი
2018
ბრენდები და ავთენტურობა ციფრულ სამყაროში



SOLO Education
-ის ფარგლებში 11 ოქტომბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც კომუნიკაციების სპეციალისტი − მირიან ჯუღელი − გაუძღვება.

სემინარზე მირიანი ისაუბრებს ციფრული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე 21-ე საუკუნეში და  სიღრმისეულად გაგაცნობთ მის არსსა და დანიშნულებას. ის ასევე წარმოგიდგენთ სოციალური მედიისა თუ ინტერნეტის კულტურისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა ასპექტს და კონკრეტული მაგალითების გამოყენებით ყურადღებას გაამახვილებს ეფექტური კომუნიკაციის უპირატესობებზე.

მირიან ჯუღელი, რომელიც ამჟამად საქართველოს ბანკის ციფრული კომუნიკაციების დირექტორია, ფლობს მრავალფეროვან ცოდნასა და გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ ის მუდმივად ატარებს ტრენინგებსა თუ ლექციებს სტუდენტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.


სემინარის დეტალები
თარიღი: 11 ოქტომბერი
დრო: 20:00 საათი
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29

 
SOLO მომხმარებლისთვის სემინარზე დასწრება უფასოა.
 

SOLO RECOMMENDS