სწრაფი ნავიგაცია

18 ოქტომბერი
2018
10 მარტივი წესი ჯანსაღი ცხოვრებისთვის



SOLO Education
-ის ფარგლებში 18 ოქტომბერს გეპატიჟებით სემინარზე, რომელსაც მეწარმე − მარიტა გენებაშვილი − გაუძღვება.

სემინარზე მარიტა ისაუბრებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მის არსსა და მნიშვნელობაზე,  ასევე სიღრმისეულად გაგაცნობთ მასთან დაკავშირებულ თავისებურებებს; საუბარს კი განაგრძობს ენდოკრინოლოგი და „ინებეს“ კონსულტანტი − ანა ჭოხონელიძე, რომელიც სწორი კვების უპირატესობებს კონკრეტული მაგალითების გამოყენებით წარმოგიჩენთ.

მარიტა გენებაშვილი, რომელიც რამდენიმე სტარტაპს წარმატებით უძღვება, ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს ბიზნესის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მან მომხმარებლებს ჯანსაღი კვების ადგილზე მიტანის სერვისი შესთავაზა, ხოლო 2017 წელს 1-ლი ურბანული ვერტიკალური სათბური შექმნა რეგიონში, სადაც 15-მდე სახეობის მიკრომწვანილი მოჰყავთ. მარიტა ასევე კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში და უძღვება ტრენინგებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში.

 ანა ჭოხონელიძეს ენდოკრინოლოგად მუშაობის მრავალწლიანი და საინტერესო გამოცდილება აქვს. ის ასევე არის ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციისა და საქართველოს ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი.

 

სემინარის დეტალები
თარიღი: 18 ოქტომბერი
დრო: 20:00 საათი
მისამართი: SOLO LOUNGE თბილისი: ჭავჭავაძის ქ. №29

 
SOLO მომხმარებლისთვის სემინარზე დასწრება უფასოა.

SOLO RECOMMENDS