სწრაფი ნავიგაცია

15 თებერვალი
2018
Jocelyn Brown-ის პირველი კონცერტი თბილისში!



SOLO და კომპანია „გაერთე ივენთსი“ „m|group“-ის მხარდაჭერით - 7 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) წარმოგიდგენთ Jocelyn Brown-ის კონცერტს.  არტისტი მსოფლიოში აღიარებული, R&B-ს, ფანკის, სოულისა და გოსპელის შემსრულებელია. Jocelyn Brown-ი პირველად ეწვევა საქართველოს და ქართველი მელომანების წინაშე, საათნახევრის განმავლობაში წარსდგება, კონცერტზე მისი შემოქმედებიდან ყველასათვის ცნობილი ჰიტები გაიჟღერებს. 

SOLO მომხმარებლისთვის კონცერტის ბილეთების ექსკლუზიურ ფასად შეძენა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე − www.tkt.ge .

A კატეგორიის ბილეთების ფასში შედის რესტორან Otium-ში დაგეგმილი After Party-ს დასასწრები ბილეთიც. მაგიდების დასაჯავშნად  გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: 577500231 ან (0 32) 2303030.

თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 10 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს. ბილეთის ფასი 60 ლარიდან იწყება;  ხოლო ის, ვინც არ არის SOLO, ბილეთს 80 ლარიდან შეიძენს. 

SOLO RECOMMENDS